Accessibility links

"დიდმა რვიანმა" მიზნად დაისახა, რომ ჰაერი ორ გრადუსზე მეტით არ დათბეს


„დიდი რვიანის“ სამიტის მონაწილეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს გლობალური დათბობის ტემპის შენელებას. ცენტრალური იტალიის ქალაქ აკვილაში მიმდინარე შეხვედრის მონაწილეებმა გამოაცხადეს, რომ მიზნად ისახავენ, ჰაერის ტემპერატურის დათბობამ არ შეადგინოს ორ გრადუსზე მეტი (ცელსიუსით). კლიმატის ცვლილების ექსპერტთა შეფასებით, ეს განცხადება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან „დიდი რვიანის“ ლიდერებს აქამდე არასოდეს დაუსახავთ ასეთი კონკრეტული მიზანი.
XS
SM
MD
LG