Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“დიდი რვიანი” დიდი ემისიის წინააღმდეგ


“დიდი რვიანის” სამიტი იტალიაში
“დიდი რვიანის” სამიტი იტალიაში
“დიდი რვიანის” სამიტის მეორე დღის სხდომა იტალიის ქალაქ აკვილაში 9 ივლისს მზარდი ეკონომიკის ქვეყნების ლიდერების მომაწილეობით გაიხსნა. განვითარებადი ქვეყნების ლიდერს მოუწევთ განიხილონ შეთანხმება გლობალური დათბობობის თაობაზე, რომელსაც დიდი რვიანის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ოთხშაბათს, სამიტის პირველ დღეს, მიაღწიეს. მოლაპარაკებების დაწყების წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ეკონომიკა ნელ-ნელა იწყებს რეცესიის პროცესიდან გამოსვლას. თემას კობა ლიკლიკაძე განაგრძობს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა, კლიმატის ცვლილებების შესახებ შეთანხმებას “ისტორიული” უწოდა. ცენტრალური იტალიის ქალაქ აკვილაში მიმდინარე შეხვედრის მონაწილეებმა გამოაცხადეს, რომ მიზნად ისახავენ, ჰაერის ტემპერატურის დათბობამ არ შეადგინოს ორ გრადუსზე მეტი (ცელსიუსით).

პრემიერმა გორდონა ბრაუნმა იმედი გამოთქვა, რომ შეტანხმებას მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიც შეუერთდებიან.

“ჩვენ შევთანხმდით, რომ 2050 წლისათვის განვითარებული ქვეყნები 80 პროცენტით შეამცირებენ ნახშირბადის ემისიას. ასევე შევთანხმდით, რომ ყველა ქვეყანამ 50 პროცენტით უნდა შეამციროს ნახშირბადის ემისია და ასევე პირველად ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ტემპერატურის დათბობა ორ პროცენტზე მეტით არ გადააჭარბებს (ცელსიუსს). ასე რომ ეს არის გრძელვადიანი შეთანხმება, რომელსაც დიდ 8-იანის წევრმა სახელმწიფოებმა მივაღწიეთ. მჯერა, რომ როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შევხვდებით, ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ საქმეს და ეს იქნება ძალიან დიდი წარმატება, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად მივაღწევთ.”

დღევანდელ სხდომას, რომელსაც დიდი ეკონომიკური ფორუმი ეწოდება, შეერტებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ უბამა გაუძღვება. ჯგუფში შემავალი 17 ქვეყნის წილად მოდის სითბური გაზების ემისიის 80 პროცენტი. ამ ქვეყნების რიცხვში შედიან მდიდარი და სწრაფად განვითარებადი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია. თუმცა, განვითარებადი ქვეყნები დიდი ხალისით არ ეკიდებიან დიდი რვიანის მიერ კლიმიატის ცვლილები შესახებ ხელმოწერილ შეთანხმებას. ოლაპარაკებებშიინდოეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შიამ სარანმა ოთხშაბათშს განაცხადა, რომ ღარიბ ქვეყნებს სურთ რომ მდიდარი სახელმწიფოებისაგან თავდაპირველად ფული მიიღონ.

ინდოეთს ან სხვა განვითარებად ქვეეყნას თუ მოსთხოვთ, განსაზღვრონ ემისიის ზღვარი, ოღონდ მკაფიო დათქმის გარეშე, თუ რა დონის დახმარების მიღა იქნება შესაძლებელი, - მაშინ ეს ნამდვილად არ იქნება ძალიან რაციონალური.”

გლობალური კლიმატური ცვლილების გარდა, ხუთშაბათის შეხვედრის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავრი საკითხი გლობალური ეკონომიკური კრიზისიცაა. დიდი რვიანის წევრი სახელმწიფოთა ლიდერები, ე.წ. დიდი ხუთეულის – ინდოეთის, ჩინეთის, ბრაზილიის, მექსკისა და სამხერთ აფრიკის სახელმწიფოთა მეთაურებს შეხვდებიან. თუმცა, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ასევე ეგვიპტეც. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავრი განსახილველი საკითხი სამიტზე იქნება ასევე დოლარის, როგორც მთავარი საერთაშორისო ვალუტის თემა. ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია მხარს უჭერენ რუსეთის წინადადებას, შემოღებულ იქნეს ახალი საერთაშორისო სარეზერვო ვალუტა, რომელიც ამერიკულ დოლარს შეცვლიდა. სამიტის მონაწილე ქვეყნების ლიდერები ასევე აპირებენ იმსჯელონ ეკონომიკურ ზრდაზე, მაშინ როცა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან ჯერ კიდევ ბოლომდე არ გამოსულა.

ოთხშაბათს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ბოლო თვეების მანძილზე, პირველად გააკეთა ცოტა იმედიანი პროგნოზი. ფონდის მიხედვით, მსოფლიო ნელ-ნელა გამოსვლას იწყებს ეკონომიკური რეცესიის პროცესიდან. მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკურ ზრდას, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მომავალ წლისათვის, 1.4 პროცენტიდან 2.5 პროცენტამდე ვარაუდობს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG