Accessibility links

logo-print

რუსეთმა გააკრიტიკა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ამასწინანდელი გადაწყვეტილება, თანაბრად შეფასდეს ნაცისტური გერმანიის და საბჭოთა კავშირის როლი მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში. ეუთოს მოწოდებით, 23 აგვისტო ნაციზმისა და სტალინიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ უნდა გამოცხადდეს. ამ დღეს, 1939 წელს, ნაცისტურმა გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა მოსკოვში გააფორმეს საიდუმლო გარიგება, რომლის თანახმად, აღმოსავლეთი ევროპა გაიყვეს. ნაციზმისა და სტალინიზმის გაიგივებას მოსკოვი არამართლზომიერად მიიჩნევს და "ისტორიის დამახინჯებაზე" საუბრობს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ანდრეი ნესტერენკოს განცხადებით, ისტორიის დამახინჯება პოლიტიკური მიზნით ხდება, რაც "ხელს არ უწყობს ეუთოს წევრ ქვეყნებს შორის ნდობისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას."
XS
SM
MD
LG