Accessibility links

logo-print

დააპატიმრეს იუნუს-ბეკ ევკუროვზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირები


ინგუშეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა რუსლან მეირიევმა განაცხადა, რომ დაპატიმრებულია რესპუბლიკის პრეზიდენტზე იუნუს-ბეკ ევკუროვზე თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი. მათ შორისაა ე.წ. იჩქერიის თავდაცვის მინისტრი რუსტამან მახაური, რომელიც ოთხშაბათს ინგუშეთში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს. რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტ ევკუროვზე 22 ივნისს განხორციელებული თავდასხმის საქმის გამოძიება დასასრულს უახლოვდება. თავად ევკუროვი, რომელიც თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა, მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გადის მკურნალობას.
XS
SM
MD
LG