Accessibility links

სერგეი შამბა: ბარაკ ობამას განცხადებებს რეალურად არაფერი მოჰყვება


აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭრის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებებს რეალურად არაფერი მოჰყვება. გაზეთ „ვრემია ნოვოსტეისთან“ინტერვიუში შამბა აღნიშნავს, რომ აფხაზეთი აშშ-ისგან არც ელოდა მისი დამოუკიდებლობის აღიარებას. შამბა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ ობამას განცხადებები რუსეთზე რაიმე ზეგავლენას არ მოახდენს. შამბას თქმით, ასეთი წარმოუდგენელი რამ კიდეც რომ მოხდეს, დამოუკიდებლობაზე თავად აფხაზეთი არ იტყვის უარს. ამავე ინტერვიუში სერგეი შამბამ "ფანტაზია" უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ აფხაზების შეურაცხყოფის გამო რუს სამხედრო მაღალჩინოსანს სცემა.
XS
SM
MD
LG