Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვს სასარგებლოდ მიაჩნია ჟენევის დისკუსიის გაგრძელება


საქართველოში გაეროსა და ეუთოს მისიების საქმიანობის შეწყვეტის მიუხედავად, მოსკოვს სასარგებლოდ მიაჩნია ჟენევის დისკუსიის გაგრძელება - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ. მან დასძინა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობის გარეშე ამიერკავკასიაში შეუძლებელია მყარი სტაბილურობის უზრუნველყოფა. ნესტერენკოს განცხადებით, ჟენევის დისკუსიებისას აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ამ ფორუმს დადებითი როლის შესრულება შეუძლია. ამავე ბრიფინგზე რუსმა დიპლომატმა "ფანტაზია" უწოდა ბოლო ხანს გავრცელებულ მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ რუსეთის არმიის სამხედრო სწავლება "კავკასია 2009" საქართველოზე თავდასხმისთვის მზადება იყო.
XS
SM
MD
LG