Accessibility links

logo-print

ირანის პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა


ირანის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა იმ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც - მთავრობის გაფრთხილების მიუხედავად - 1999 წლის სისხლიანი სტუდენტური ამბოხების მეათე წლისთავს აღნიშნავდნენ. გავრცელებული ცნობებით, აქციის მონაწილეები გაჰყვიროდნენ, "სიკვდილი დიქტატორსო!", და მიემართებოდნენ თეირანის უნივერსიტეტისკენ - იქ, სადაც 10 წლის წინ ძალადობის ეპიცენტრი იყო. გასულ წლებში სტუდენტების ჯგუფები ამ თარიღს მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავდნენ, მაგრამ წელს თეირანის მმართველმა, მორთეზა თამადონმა მოსახლეობა მკაცრად გააფრთხილა, არ აღენიშნათ ამბოხების მეათე წლისთავი.
XS
SM
MD
LG