Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინა ხიდაშელი: "წაგებულ-მოგებულით" საუბარი არასწორია


თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი
აპრილში აქციების დაწყებიდან სამი თვის თავზე დღეს ხშირად მსჯელობენ წაგებულ-მოგებულზე. რა კრიტერიუმით არის ვითარების შეფასება ყველაზე მნიშვნელოვანი? რა მოიტანა ამ აქციებმა? როგორ აპირებს ოპოზიცია პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას და გრძნობენ თუ არა ოპოზიციაში ცვლილებას მის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებაში საპროტესტო გამოსვლების პიკის პერიოდსა და დღეს არსებულ ვითარებას შორის? ამ საკითხების გარკვევას შეეცადა ნინო გელაშვილი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერ, გაერთიანების - "ალიანსი საქართველოსთვის" - წევრ თინათინ ხიდაშელთან, რომელიც თვლის, რომ "წაგებულ-მოგებულით" საუბარი არასწორია, რადგან საუბარი არ არის მტრულ ბანაკებს შორის ბრძოლაზე და ამა თუ იმ მხარის წაგებით ქვეყანა აგებს. ხიდაშელის აზრით, პოლიტიკური ცხოვრების გააქტიურების დროს მიხეილ სააკაშვილი ნაკლებ შეცდომას უშვებს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG