Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ორი წლის წინ დაკავებული ირანელები გაათავისუფლეს


ერაყში ირანის ელჩის თანახმად, აშშ-ის ჯარმა გაათავისუფლა ერაყში 2007 წელს დაკავებული ხუთი ირანელი. ელჩმა, ჰასან კაზემი ყომიმ განაცხადა, რომ ეს პირები ერაყის ხელისუფალთ გადაეცათ და სულ მალე მათ ირანის საელჩოს ჩააბარებენ. აშშ-ის ჯარმა ისინი დააკავა ერაყის ჩრდილოეთში, აბრილში, ბრალდებით, რომ ისინი შიიტთა შეიარაღებულ რაზმებს იარაღით და ფულით ეხმარებოდნენ. ირანი ბრალდებას უარყოფდა. მისი განცხადებით, ისინი დიპლომატები არიან და აშშ არღვევს საერთაშორისო წესებს. აშშ-ის თვლიდა, რომ ისინი უცხოეთის დაზვერვის ჯაშუშები არიან.
XS
SM
MD
LG