Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: ომის საფრთხემ გაიარა


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე ობამა-მედვედევის შეხვედრის შედეგები შეაჯამა და საქართველოს მდგომარეობის შესახებ ილაპარაკა. სააკაშვილის თქმით, რუსეთი მორიგ ომს გეგმავდა საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ მოსკოვში ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, აშკარად გამოჩნდა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს მორიგი სამხედრო აგრესია აღარ ემუქრება. პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ რუსეთს საქართველოზე გავლენის მოსაპოვებლად ორი ძირითადი გეგმა ჰქონდა - ერთის მხრივ შიდა არეულობის ხელშეწყობა, მეორეს მხრივ კი, საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე პოლიტიკური ვაჭრობა. სააკაშვილის თქმით, რუსეთმა თავისი გეგმა ვერ შეასრულა, სანაცვლოდ კი, საკუთარი პოლიტიკური მდგომარეობა მკვეთრად გაიუარესა.

XS
SM
MD
LG