Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ირაკლი ჯიბლაძე


10 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ირაკლი ჯიბლაძე, კომპანია ”სიტი-პარკის” ექსპლუატაციის მენეჯერი. სულ მალე თბილისში პარკირების ახალი სისტემა ამოქმედდება, რომელიც მთელ ქალაქს მოიცავს. თბილისის პარკირების ადგილები დაყოფილია სამ ზონად - 20 თეთრიან, 50 თეთრიან და 1 ლარიან ზონებად. იმ მანქანებს კი, რომლებიც აკრძალულ ადგილას იქნება გაჩერებული, ევაკუატორით საჯარიმო სადგომზე გადაიტანენ, რისთვისაც მძღოლს ევაკუაციის ხარჯისა და ჯარიმის გადახდა მოუწევს. ასევე დაჯარიმდება ის მძღოლი, ვინც არ გადაიხდის პარკირების დაწესებულ საფასურს იმ წესით, რომელიც დადგენილია. გადახდის სამი წესი არსებობს: პარკირების მობილური ბარათით, პარკომეტრით და პარკირების გადასაფხეკი ბარათით. ირაკლი ჯიბლაძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ პარკირების ტარიფებს ადგენს მერია და ”სიტი-პარკს” არ აქვს ცალმხრივად მისი შეცვლის, ან რაიმე შეღავათების დაწესების უფლება.
XS
SM
MD
LG