Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი რუსეთისადმი უფრო მკაცრი პოზიციის მომხრეა


დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტი მიიჩნევს, რომ ნატოს წევრ სახელმწიფოებს რუსეთისადმი გაცილებით მკაცრი პოზიცია უნდა ჰქონდეთ. კომიტეტის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბევრ სფეროში მოსკოვთან თანამშრომლობის აუცილებლობა არ უნდა ნიშნავდეს რუსეთის გარკვეული ზეგავლენის სფეროების აღიარებას. ბრიტანელი დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ლონდონმა საქართველოდან რუსეთის ჯარის გაყვანა კვლავ უნდა მოითხოვოს. თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის წევრები ნატოსა და მოსკოვის დიალოგის აღდგენას მიესალმებიან, თუმცა, დასძენენ, რომ ალიანსმა უნდა იმსჯელოს არა მხოლოდ თანამშრომლობის საკითხებზე, არამედ უთანხმოებებზეც, რომელთა შორისაა რუსეთის მისწრაფება, ზეგავლენა ჰქონდეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG