Accessibility links

logo-print

ყოჩიევი რეგიონში ახალი ომის შესაძლებლობას გამორიცხავს


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე რეგიონში ახალი ომის შესაძლებლობას გამორიცხავს. ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე სტანისლაც ყოჩიევმა ომის განუახლებლობის გარანტიად რეგიონში რუსეთის სამხედროების ყოფნა დაასახელა. დღესვე დე ფაქტო პარლამენტის კომუნისტმა სპიკერმა განაცხადა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა კუბის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარებას ენიჭება, რადგან ამ შემთხვევაში რესპუბლიკის დამოუკიდებლობას ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებიც ცნობენ. ყოჩიევმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ნოემბერში რუსეთის კომუნისტური პარტიის დელეგაციასთან ერთად ჰავანაში მიემგზარება.
XS
SM
MD
LG