Accessibility links

logo-print

დიდი რვიანი 20 მილიარდ დოლარს გაიღებს ღატაკი ქვეყნების დასახმარებლად


იტალიაში, დიდი რვიანის სამიტზე, მსოფლიოს ყველაზე განვითარებულმა ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ სამი წლის განმავლობაში 20 მილიარდ დოლარს დააბანდებენ, რათა ღატაკ ქვეყნებს მათი საკუთარი სოფლის მეურნებობის განვითარებაში დაეხმარონ. ამის თაობაზე სამიტის დასრულების შემდეგ გამოცხადდა იტალიის ქალაქ ლ'აკვილაში. გარდა ამისა, დიდი რვიანის წევრებმა პირობა დადეს, სათანადო სასწრაფო დახმარება გაუწიონ ღატაკ ქვეყნებს. მანამდე დიდი რვიანი სურსათით მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების პირდაპირ დახმარებაზე აკეთებდა აქცენტს შიმშილის დასაძლევად. გაეროს თანახმად, წელს შიმშილის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რიცხვი მილიარდ 20 მილიონ ადამიანს მიაღწევს.
XS
SM
MD
LG