Accessibility links

logo-print

სვერდლოვსკის ოლქში მომხდარ ავარიას სამი კაცი ემსხვერპლა


სვერდლოვსკის ოლქში დაბა ხრამცოვსკაიასთან სამი კაცი დაიღუპა მატარებლისა და მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად. სამივე დაღუპული მანქანით მგზავრობდა. მატარებლის მგზავრები არ დაშავებულან. მატარებელი ეკატერინბურგიდან ყაზახეთის ქალაქ ალმათიში მიემართებოდა. ავარიის მიზეზი ჯერ არ დაუდგენიათ.
XS
SM
MD
LG