Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში წარმოშობით ირანელი ამერიკელი მეცნიერი დააკავეს


ირანში დააკავეს ამერიკელი სოციოლოგი, წარმოშობით ირანელი კიან ტაჯბაჰში. როგორც მისმა ცოლმა მედიას აცნობა, მეცნიერი ხუთშაბათს დააკავეს. ირანის ხელისუფლებას ეს ცნობა არ დაუდასტურებია. 2007 წელს ტაჯბაჰშმა ოთხი თვე გაატარა ციხეში - ეროვნული უსაფრთხოებისთვის ხიფათის შექმნის ბრალდებით. ირანში კვლავინდებურად დაძაბული ვითარებაა. ოპოზიცია განაგრძობს პროტესტის გამოთქმას 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის გამო, რომელსაც გაყალბებულად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG