Accessibility links

logo-print

თურქეთის პრემიერმა გენოციდს შეადარა ძალადობა ჩინეთის სინცზიანის რეგიონში


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიპ ერდოანმა გენოციდს შეადარა ეთნიკურ ნიადაგზე განხორციელებული ძალადობა ჩინეთის სინცზიანის პროვინციაში, სადაც უიღურთა უმცირესობა ცხოვრობს. ერდოანმა ჩინეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ნუ გამოიჩენს გულგრილობას უიღურთა ჩაგვრისადმი - თურქულენოვანი მაჰმადიანი ეთნიკური ჯგუფისა, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში ცხოვრობს. რეგიონის დედაქალაქ ურუმჩიში, უიღურებსა და ჩინელებს შორის მომხდარ შეტაკებებში, ოფიციალური მონაცემებით, 184 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასზე მეტი - დაშავდა. პეკინი არეულობის მოწყობაში უცხოეთში მცხოვრებ უიღურებს ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG