Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთი მზად არის, "ნაბუკო" გაზით მოამარაგოს


თურქმენეთი მზად არის, ბუნებრივი აირით მოამარაგოს "ნაბუკოს" სახელით ცნობილი მილსადენების ქსელი, რომლის შექმნას მხარს უჭერენ ევროპის კავშირი და აშშ. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა. ნაბუკოს პროექტის მიზანია, შეამციროს რუსეთზე ევროპის კავშირის ქვეყნების ენერგეტიკული დამოკიდებულების ხარისხი. ამჟამად ევროკავშირის ქვეყნები თავიანთი ბუნებრივი აირის მეოთხედს რუსეთიდან იღებენ. რეიტერის სააგენტოს ცნობით, ორშაბათს ნაბუკოს პროექტის ინიციატორი ქვეყნები - თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი და ავსტრია - სატრანზიტო შეთანხმებათა პაკეტს გააფორმებენ. თურქმენეთი რეგიონის პირველი ქვეყანაა, რომელმაც განაცხადა, რომ ნაბუქოს მილსადენს გაზს მიაწოდებს.
XS
SM
MD
LG