Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა დასავლეთ აფრიკაში მდებარე განას ეწვია


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა განას ეწვია, რაც მისი პირველი ვიზიტია აფრიკის იმ ნაწილში, რომელიც საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარეობს. ობამას განმარტებით, მან განაში ჩასვლა გადაწყვიტა იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია ფუნქციონირებს, მისი ლიდერები მიმართავენ ზომებს კორუფციის შესამცირებლად და ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა აღირიცხება. ობამა შეხვდა პრეზიდენტ ჯონ ატა მილს, რომელმაც შარშან დეკემბერში გაიმარჯვა მშვიდობიანი და გამჭვირვალე არჩევნების შედეგად. ობამა განას ეწვია იტალიაში “დიდი რვიანის” სამიტში მონაწილეობის შემდეგ. სამიტის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სამი წლის განმავლობაში 20 მილიარდ დოლარს მიაწვდიან ღარიბ ქვეყნებს, მათ შორის საჰარის სამხრეთ მდებარე სახელმწიფოებს, მათი სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის განვითარების ხელშესაწყობად.
XS
SM
MD
LG