Accessibility links

ირანი ამზადებს ინიციატივას მასზე სხვა ქვეყნებთან მოსალაპარაკებლად


ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ირანი ამზადებს “პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო საკითხების” ახალ პაკეტს, რომელსაც მოლაპარაკების საფუძვლად წარუდგენს სხვა ქვეყნებს. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მანუჩერ მოტაკიმ დღეს თეირანში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანს არ მიუღია რაიმე ახალი შეტყობინება “დიდი რვიანის” სამიტიდან, რომელიც იტალიაში პარასკევს დასრულდა. “დიდი რვიანის” სამიტზე მსოფლიოს ეკონომიკურად წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა ირანის სექტემბრამდე მისცეს დრო მის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების დასაწყებად. მათვე “სერიოზული შეშფოთება” გამოთქვეს ირანში 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი არეულობის გამო. ირანი უარს ამბობს მოთხოვნაზე, შეაჩეროს ბირთვული პროგრამა, რომელიც, როგორც თვითონ ირწმუნება, მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. დასავლეთის ქვეყნები კი შიშობენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს.
XS
SM
MD
LG