Accessibility links

უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკება ჰონდურასში კრიზისის მოსაგვარებლად


კოსტა რიკაში უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკებები, რომელთა მიზანიც იყო ჰონდურასში პოლიტიკური კრიზისისთვის ბოლოს მოღება. ჰონდურასის განდევნილი პრეზიდენტი მანუელ სელაია და დროებითი ლიდერი, რობერტო მიჩელეტი ხუთშაბათს შეუდგნენ მოლაპარაკებას, მაგრამ პირისპირ შეხვედრა არ გაუმართავთ: ცალ-ცალკე ესაუბრნენ კოსტა რიკის პრეზიდენტ ოსკარ არიასს. სელაია გასულ თვეში გააძევეს ჰონდურასიდან სამხედრო გადატრიალების შედეგედ, რომელიც მოჰყვა სელაიას მცდელობა, ჩაეტარებინა რეფერენდუმი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ. ზელაია ლათინური ამერიკის ქვეყნების ლიდერთა უმრავლესობის და შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხარდაჭერით სარგებლობს
XS
SM
MD
LG