Accessibility links

logo-print

დღეს პატივს მიაგებენ სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა ხსოვნას


ბოსნიის ქალაქ სრებრენიცაში ათასობით მუსულმანი შეიკრიბა სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით. ეთნიკური სერბი ჯარისკაცების მიერ ბოსნიის ომის დროს, 1995 წელს 8000-მდე ბოსნიელი მამაკაცისა და ბიჭის დახოცვა მიჩნეულია უდიდეს მასობრივ მკვლელობად ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. სრებრენიცის რაიონში მდებარე პოტოკარის მემორიალურ პარკში დღეს მიწას მიაბარეს ხოცვა-ჟლეტის, ბოლოხანს იდენტიფიცირებული, 543 მსხვერპლი. ამ კვირაში ხორვატიისა და ჩერნოგორიის პარლამენტებმა მიიღეს რეზოლუციები, რომელთა შეასაბამისადაც, 11 ივლისი სრებრენიცის გენოციდის ხსოვნის დღედ გამოცხადდა. ევროპარლამენტმა იანვარში მიიღო გადაწყვეტილება ხსოვნის დღის დაწესებაზე და ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ამ რეზოლუციას.
XS
SM
MD
LG