Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანიფესტაციების შესახებ კანონპროექტი მიღების შემდეგ ვენეციის კომისიას გადაეცემა


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, მიღების შემდეგ, ვენეციის კომისიას გაუგზავნიან. შესაბამისი მოთხოვნა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გამოთქვა ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ. დავით ბაქრაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობას არ სურს არც ერთი ისეთი კანონის მიღება, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტადნატრებს. რაც შეეხება მანიფესტაციებთან დაკავშირებულ კანონპროექტს, ვენეციის კომისიიდან მიღებული შეფასების შესაბამისად, პარლამენტი მზად არის დაუბრუნდეს კანონპროქტის განხილვას და მასში შესაბამისი ცვლილება შეიტანოს. “მანიფესტაციებისა და შეკრებების” შესახებ კანონპროექტით კონკრეტდება, რომ აქციისას გზის გადაკეტვა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ აქციაზე ამისთვის საჭირო რაოდენობის ხალხი შეიკრიბება. გათვალისწინებულია აგრეთვე რამდენიმე აკრძალვა, რაც ქუჩის რაიმე კონსტრუქციებით თუ სატრანსპორტო საშუალებით გადაკეტვას უკავშირდება. მანიფესტაციის გამართვა კი ადმინისტრაციული შენობის შესასვლელიდან 20 მეტრში იქნება შესაძლებელი, რათა ადმინისტრაციულ ორგანოს მუშაობა არ შეფერხდეს.
XS
SM
MD
LG