Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაბუკოს" პროექტს ბაქოც მხარს უჭერს


ბაქო პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს „ნაბუკოს“ გაზსადენს და მას პრიორიტეტს ანიჭებს - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის, სოქარის, ხელმძღვანელმა როვგან აბდულაევმა, რომლის თქმით, აზერბაიჯანის გაზის მარაგი რამდენიმე პროექტს უზრუნველყოფს. „ნაბუკოს“ პროექტის ღირებულება 7,9 მილიარდ ევროს შეადგენს. გაზსადენის წლიური გამტარუნარიანობა, წინასწარი ვარაუდით, 31 მილიარდ კუბმეტრს მიაღწევს. გაზსადენი კასპიის ზღვის რეგიონისა და ცენტრალურ აზიის ბუნებრივი აირით - საქართველოსა და თურქეთის გავლით - ევროპის ქვეყნებს მოამარაგებს. პარასკევს თურქმენეთმაც გამოაცხადა, რომ მზად არის, ბუნებრივი აირით მოამარაგოს "ნაბუკოს" მილსადენების ქსელი. გაზსადენის მშენებლობის დაწყება 2011 წლისთვის იგეგმება. „ნაბუკოს“ პროექტის განხორციელების შესახებ სამთავრობათაშორისო შეთანხმება 13 ივლისს, ანკარაში გაფორმდება. ხელშეკრულებას თურქეთი, ავსტრია, უნგრეთი, ბულგარეთი და რუმინეთი გააფორმებენ.
XS
SM
MD
LG