Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი აღარ მოითხოვს 15 პროცენტს "ნაბუკოს" გაზიდან


თურქეთმა, მისი ენერგეტიკის მინისტრ, ტანერ ილდიზის განცხადებით, ხელი აიღო მოთხოვნაზე, შეისყიდოს ნაბუკოსთვის განკუთვნილი გაზის 15 პროცენტი. თურქული მხარის ეს მოთხოვნა დიდ დაბრკოლებად ითვლებოდა "ნაბუკოს" პროექტის განხორციელებისთვის. საინფორმაციო სააგენტო "როიტერსთან" ინტერვიუში ილდიზს არ დაუზუსტებია, გაზის რამდენ პროცენტს დაყაბულდება თურქეთი. მისივე თქმით, "ნაბუკო" დაეხმარება ევროპას გაზის იმპორტიორების და მარშრუტების დივერსიფიკაციაში. “ნაბუკო” კასპიის რეგიონის გაზს მიაწვდის ევროპას. სატრანზიტო ქვეყნებს შორის საქართველოც არის. ორშაბათს ანკარაში გაიმართება ტრანზიტზე შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის და ავსტრიის მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG