Accessibility links

ფილიპინებში იტალიელი მძევალი გაათავისუფლეს


ფილიპინებში გაათავისუფლეს ორგანიზაცია “წითელი ჯვრის” იტალიელი თანამშრომელი, 63 წლის ეუჯენიო ვანი, რომელიც თითქმის 6 თვე ჰყავდათ მძევლად "ალ-ყაიდის" მოკავშირე მუსლიმან მეამბოხეებს. ოფიციალური ინფორმაციით, ეუჯენიო ვანი, როგორც ჩანს, ჯანმრთელია, მაგრამ დაღლილი მას შემდეგ, რაც ის გამტაცებლებმა ოფიციალურ პირებს გადასცეს სამხრეთ ფილიპინების კუნძულ ჯოლოზე. იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ვანის განსათავისუფლებლად გამოსასყიდი არ გადაუხდიათ. ეუჯენიო ვანი და მისი ორი კოლეგა იანვარში შეიპყრეს კუნძულ ჯოლოზე ჰუმანიტარული მისიის შესრულებისას. ორი მძევალი ჯერ კიდევ აპრილში გაანთავისუფლეს. მათი გამტაცებლები - ორგანიზაცია "აბუ საიაფის" წევრები - მიზნად ასახელებენ სამხრეთ ფილიპინებში ისლამური სახელმწიფოს შექმნას და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის კლასიფიცირებული.
XS
SM
MD
LG