Accessibility links

შეიარაღებულმა პირებმა ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში 6 ადამიანი მოკლეს


პაკისტანის პოლიციის განცხადებით, შეიარაღებულმა პირებმა 6 ადამიანი, მათ შორის 5 პოლიციელი მოკლეს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე მანსეჰრის რაიონში. "ასოშიეიტიდ პრესის" ცნობით, იერიში შაბათს, ტყეში მოეწყო. ნაპოვნია კიდევ ერთი მოკლულის, უცნობი მამაკაცის გვამი. იერიშისთვის პასუხისმგებლობა არავის უკისრია, თუმცა თალიბანი ამ რეგიონში ხშირად ახორციელებს პოლიციაზე თავდასხმებს.
XS
SM
MD
LG