Accessibility links

logo-print

დასრულდა ყირგიზეთში აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი


ყირგიზეთში დასრულდა შეერთებული შტატების მაღალი რანგის დელეგაციის ორდღიანი ვიზიტი. სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბარნსი, რომელიც დელეგაციას ხელმძღვანელობდა, შაბათს შეხვდა ყირგიზეთის პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევს. მხარეებმა იმსჯელეს უსაფრთხოებაზე ავღანეთში და ცენტრალურ აზიაში, ანტიტერორისტულ ოპერაციებზე ავღანეთში და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობაზე ყირგიზეთსა და შეერთებულ შტატებს შორის. ბერნსმა, პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელით, მადლობა გადაუხადა ყირგიზეთის მთავრობას ხელმოწერისთვის შეთანხმებაზე, რომელიც აშშ-ს ავღანეთში არალეტალური ტვირთების ტრანზიტის საშუალებას აძლევს.
XS
SM
MD
LG