Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ავღანეთში თალიბანის უკუგდება მოხერხდა


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ამერიკელმა სამხედროებმა და მათმა მოკავშირეებმა წარმატებით შეძლეს თალიბების უკუგდება სამხრეთ ავღანეთში მასშტაბური ოპერაციის შედეგად, თუმცა კონფლიქტში გამარჯვებამდე ჯერ კიდევ გრძელი გზა რჩება. როგორც ობამამ ბრიტანეთის ტელევიზია სკაი-ნიუსთან ინტერვიუში აღნიშნა, მისმა ადმინისტრაციამ იცოდა, რომ ზაფხულში ავღანეთში მძიმე ბრძოლები იყო მოსალოდნელი. მისივე თქმით, თალიბი ექსტრემისტები უკუაგდეს ჰელმანდის პროვინციაში ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროების იერიშის შედეგად, თუმცა გაცილებით მეტია საჭირო ქვეყნის სტაბილიზებისთვის და ახლა მთავარი მიზანია ავღანეთში მომავალ თვეში არჩევნების ჩატარების ხელშეწყობა.
XS
SM
MD
LG