Accessibility links

logo-print

ჩინეთის ცნობით, 1680 ადამიანი დაშავდა ეთნიკური დაპირისპირების შედეგად


ჩინეთის სახელმწიფო მედია როგორც იუწყება, სინიანის პროვინციის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, 1680 ადამიანი დაშავდა გასულ კვირაში უიღურების რეგიონში დაპირისპირების შედეგად. ეს 600-ით გაზრდილი მაჩვენებელია ადრე გავრცელებულთან შედარებით. ჩინეთში რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ყველაზე მწვავე ეთნიკურმა დაპირისპირებამ 184 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის 137 ხანის - ანუ ჩინეთის ეთნიკური უმრავლესობის წარმომადგენლის და 46ი უიღურის. უიღურები თურქულენოვანი ხალხია ჩრდილოდასავლეთ ჩინეთში მდებარე სინიან-უიღურის ავტონომიურ რეგიონში. მათი ინფორმაციით, ეთნიკური დაპირისპირების შედეგად გაცილებით მეტი უიღური დაიღუპა, ვიდრე ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი.
XS
SM
MD
LG