Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთში ყოფილი მინისტრი მოკლეს


ტაჯიკეთის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ექსტრემისტებმა მოკლეს მეამბოხეების ყოფილი ლიდერი მირზო ზიოევი, რომელიც წარსულში მთავრობის წევრიც იყო. ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რამაზონ რახიმოვმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზიოევი შაბათს ჩაბარდა მთავრობას დაპირებით, რომ მას დაეხმარებოდა ექსტრემისტებთან ბრძოლაში. მაგრამ შაბათსვე, მოგვიანებით, ექსტრემისტებმა იერიში მოაწყეს სამთავრობო ძალებზე, რომლებთანაც იმყოფებოდა ზიოევი და ის მოკლეს. 90-ან წლებში ზიოევი ისლამისტ მეამბოხეებს ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით კი საგანგებო მდგომარეობათა მინისტრი გახდა.
XS
SM
MD
LG