Accessibility links

ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოს წინაშე წარდგება


ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი ჩარლზ ტეილორი დღეიდან ჰააგაში გაეროს მიერ მხარდაჭერილი საგანგებო სასამართლოს წინაშე წარდგება. ტეილორს 11 მუხლით ედება ბრალი სასტიკი დანაშაულებისთვის, რომელიც მან სამოქალაქო ომის დროს დაგეგმა, ან რომელთა განხორციელებასაც ხელი შეუწყო მეზობელ სიერა ლეონეში. ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი თავს უდანაშაულოდ აცხადებს. სამოქალაქო ომის დროს სიერა ლეონეში დაახლოებით 500 ათასი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG