Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი კორეა კიმ ჩენ ირის ავადმყოფობაზე ავრცელებს ცნობებს


სამხრეთი კორეის დაზვერვის სააგენტო აცხადებს, რომ ვერ დაადასტურებს სამხრეთი კორეის ახალი ამბების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ჩრდილოეთი კორეის ლიდერის - კიმ ჩენ ირის სიცოცხლისთვის საშიში სიმსივნით დაავადების შესახებ. სამხრეთი კორეის ტელევიზია YTN კი, სამხრეთი კორეისა და ჩინეთის დაზვერვის ოფიცრების ინფორმაციაზე დარყდნობით ავრცელებს ცნობას, რომ 67 წლის კიმ ჩენ ირს კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე აქვს. ბოლო დღეებში გავრცელდა ცნობა, რომ მან ერთი წლის წინ ინსულტი გადაიტანა. რამდენიმე დღის წინ კი გავრცელდა ვიდეო-კადრები, რომელზეც ჩრდილოეთი კორეის ლიდერი ჩვეულებრივზე გამხდარი იყო და თმა შეთხელებული ჰქონდა.
XS
SM
MD
LG