Accessibility links

logo-print

იაპონიის პრემიერ-მინისტრი პარლამენტს დაითხოვს


ვრცელდება ცნობები იაპონიის პრემიერ-მინისტრ ტარო ასოს მიერ პარლამენტის დათხოვნისა და 30 აგვისტოს ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ. ეს ნაბიჯი პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ გადადგა, რაც მმართველმა ბლოკმა კვირას გამართულ ადგილობრივ არჩევნებში ტოკიოში სერიოზული მარცხი განიცადა. ტოკიოს საკრებულოში ლიბერალ-დემოკრატებმა უმრავლესობა დაკარგეს. მანდატების უმრავლესობა (54) წამყვანმა ოპოზიციურმა ძალამ - იაპონიის დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა. მმართველ პარტიას კი 38 ადგილი ერგო.
XS
SM
MD
LG