Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის სვატის პროვინციაში დევნილების დაბრუნება იწყება


პაკისტანელი სამხედროების განცხადებით, დღეიდან ჩრდილო-დასავლეთ სვატის ხეობის მაცხოვრებლებს შეუძლიათ სახლებს დაუბრუნდნენ. ჯარსა და თალიბ მეამბოხეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების გამო სვატი და მიმდებარე რაიონები აპრილის შემდეგ ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა და თავი ნათესავებისა და მეგობრების ოჯახებს, აგრეთვე დროებით ბანაკებს შეაფარა. გაერო აცხადებს, რომ დაბრუნება ნებაყოფლობითი უნდა იყოს. არსებული მონაცემებით, ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი სვატის პროვინციაში დაზიანებულია და მის აღდგენას თვეები დასჭირდება.
XS
SM
MD
LG