Accessibility links

სტამბოლში უიღურების მხარდამჭერი აქცია გაიმართა


ჩინეთში მუსულმანური მოსახლეობის - უიღურების შევიწროვების გამო სტამბოლში ხუთი ათასამდე ადამიანმა საპროტესტო დემონსტრაცია გამართა. მანიფესტანტებს გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში უიღურების თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დროინდელი ლურჯ-თეთრი დროშები ეჭირათ. შეგახსენებთ, კვირას ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბოლოდროინდელი არეულობისას სინცზიანის რაიონში 1680 ადამიანი დაშავდა, დაიღუპა - 184.
XS
SM
MD
LG