Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კასპიის ზღვაში აზერბაიჯანის ვერტმფრენი ჩავარდა


აზერბაიჯანის ვერტმფრენი ”მი-8”, რომელსაც მენავთობეები გადაჰყავდა და კვირას კასპიის ზღვაში ჩავარდა, 85 მეტრის სიღრმეზეა. ვერტმფრენში 6 კაცი იმყოფებოდა. ეკიპაჟის სამი წევრისა და ერთ-ერთი მენავთობის გადარჩენა მოხერხდა. გრძელდება დანარჩენი ორის ძებნა. ვერტმფრენი ნავთობის პლატფორმიდან აფრენისთანავე ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
XS
SM
MD
LG