Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანკარაში ”ნაბუქოს” გაზსადენის პროექტზე შეთანხმებას მოეწერება ხელი


ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფო და თურქეთი დღეს ხელს მოაწერენ მთავრობათაშორის შეთანხმებას ნაბუქოს გაზსადენის პროექტის შესახებ. აღნიშნული გაზსადენით უნდა შესუსტდეს ევროპის დამოკიდებულება რუსეთის ბუნებრივ აირზე. ამ მილსადენით ევროპისთვის კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის გაზის მიწოდება 2014 წლისთვის უნდა მოხდეს. პროექტის მიმართ ყურადღება კიდევ უფრო გამძაფრდა მიმდინარე წლის დასაწყისში რუსეთსა და უკრაინას შორის გაზის თემაზე უთანხმოების შემდეგ, რის გამოც ევროპის გაზით მომარაგებას საფრთხე შეექმნა. თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთისა და ავსტრიის, ანუ გაზსადენის მარშრუტში მონაწილე რიგი ქვეყნების წარმომადგენლები მოაწერენ ხელს შეთანხმებას დღეს თურქეთის დედაქალაქში. პროექტის პარტნიორია გერმანია. ქართული სააგენტოების ცნობით, შეთანხმების ხელმოწერას საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრება. მიხეილ სააკაშვილი ანკარას ორი დღით ეწვევა.
XS
SM
MD
LG