Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შამბას აზრით, გალში შეხვედრა, შესაძლოა, არ შედგეს


თბილისი და სოხუმი დღეს განაგრძობენ მათი წარმომადგენლების მონაწილეობით გათვალისწინებული შეხვედრის შესახებ მოლაპარაკებას. შეხვედრა, რომელიც ჟენევის კონსულტაციებისას ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში დაიგეგმა, გალის რაიონში 14 ივლისს გაეროს ეგიდითა და რუსი სამხედროების მონაწილეობით უნდა გაიმართოს.
რადიო თავისუფლების რუსულენოვან სამსახურს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განუცხადა, რომ შეხვედრა გალში, შესაძლოა, არ შედგეს და რომ მთავარ პრობლემას გაეროს მისიის სტატუსის განუსაზღვრელობა წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG