Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის ლიდერები შეხვედრებს ბრიუსელსა და ვაშინგტონში გამართავენ


არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც მისივე განცხადებით, ევროპული პოლიტიკის სერიოზულ წარმომადგენლებს შეხვდება. გაჩეჩილაძის თქმით, მათ გააცნობს საკუთარ ხედვას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დაიძლიოს სააკაშვილის მმართველობით საქართველოში და ზოგადად, რეგიონში შექმნილი დესტაბილიზაცია. არასაპარლამენტო ოპოზიციის კიდევ ერთმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ კი, ვიზიტი დაასრულა საფრანგეთში, სადაც სენატის და საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლებს შეხვდა. „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ პრეს-სამსახურის ცნობით, საფრანგეთიდან ბურჯანაძე მიემგზავრება აშშ-ში, სადაც შეხვედრებს კონგრესში, პენტაგონსა და სახელმწიფო დეპარტამენტში გამართავს
XS
SM
MD
LG