Accessibility links

logo-print

„ნაბუკოს“ პროექტმა სამთავრობო შეთანხმების სტატუსი მიიღო


„ნაბუკოს“ პროექტით გაზსადენის მშენებლობის სამთავრობო შეთანხმებას დღეს, ანკარაში ხელი თურქეთმა, ავსტრიამ, უნგრეთმა, ბულგარეთმა და რუმინეთმა მოაწერეს. ახალი გაზსადენით, რომლის მშენებლობა 2014 წლისთვის უნდა დასრულდეს, ევროპა კასპიის ზღვიდან ბუნებრივ აირს რუსეთის გვერდის ავლით მიიღებს. თითქმის 8 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტით ასაშენებელი მილსადენი საქართველოს ტერიტორიაზეც გაივლის. ანკარაში შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომლის განცხადებით, საქართველოს წინააღმდეგ შარშანდელი სამხედრო აგრესია და ევროპული ქვეყნებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული მოვლენები იყო. სააკაშვილის შეფასებით, „ნაბუკოს“ პროექტისადმი აგრესიამ პოლიტიკურ მიზანს ვერ მიაღწია და სრულიად საპირისპირო შედეგი გამოიღო. პრეზიდენტის განცხადებით, აგრესიის მიზანი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლტოლვის ჩახშობა იყო
XS
SM
MD
LG