Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში დმიტრი მედვედევი ჩავიდა


ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტი იმყოფება. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციის კომიტეტი იუწყება, რომ დიმიტრი მედვედევს ქალაქის ცენტრში მოსახლეობა ოვაციით დახვდა. რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტს დღესასწაული უწოდა დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ, რომელმაც მედვედევს აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ პირველად იმყოფება ახალ სახელმწიფოში, რომელთან ურთიერთობის განვითარებას რუსეთი სხვადასხვა, მათ შორის თავდაცვის სფეროში აპირებს. ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის გამო, საქართველოს ხელისუფლებამ პროტესტი გამოთქვა.
XS
SM
MD
LG