Accessibility links

ევროსაბჭოს მომხსენებლები მიესალმნენ დავით ბაქრაძის განცხადებას


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები, მათიაშ ეორში და კასტრიოტ ისლამი, მიესალმნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებას, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტებს ევროსაბჭოს სტანდარტებს შეუსაბამებენ. ბაქრაძის განცხადებით, ცვლილებები, რომლებიც უნდა შევიდეს კანონში შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, პოლიციის შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექში, ვენეციის კომისიას წარედგინება, რათა დადასტურდეს, რომ ისინი შეესაბამება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროებში ევროსაბჭოს სტანდარტებს. ”შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია დემოკატიისთვის. ამდენად, აუცილებელია ამ კანონებში შეტანილი ყველა ცვლილება ევროპის სტანდარტებს შეეფარდოს” - აცხადებენ ეორში და ისლამი. ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა 11 ივლისს პირველი მოსმენით მიიღო.
XS
SM
MD
LG