Accessibility links

logo-print

სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტო ვერ ადასტურებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის სიმსივნით ავადმყოფობის ამბავს


სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტო აცხადებს, რომ ვერ ადასტურებს სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ცნობას, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ირს, კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე აქვს. რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეის ტელევიზიამ 67 წლის ლიდერის კადრები გაავრცელა, რომელზეც კიმ ჩენ ირი დასუსტებული ჩანდა. ფხენიანის მიერ ახლახანს ჩატარებული სარაკეტო და ატომური გამოცდების გამო, რეგიონში გაზრდილია დაძაბულობა.
XS
SM
MD
LG