Accessibility links

logo-print

გერმანელმა პროკურორებმა ბრალი წაუყენეს წარსულში ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის მცველს


გერმანელმა პროკურორებმა მეორე მსოფლიო ომის დროს 28,000 ებრაელის მკვლელობის ხელშეწყობაში ბრალი წაუყენეს ჯონ დემენიუკს, წარსულში ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის მცველს. 89 წლის დემენიუკის შეერთებული შტატებიდან დეპორტაცია მაისში მოხდა. მას მიუნხენში გაასამართლებენ. ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება პროცესი. პროკურორების ინფორმაციით, წარმოშობით უკრაინელი დემენიუკი ოკუპირებულ პოლონეთში, სობიბორის საკონცენტრაციო ბანაკის მცველი იყო. დემენიუკი მსგავსი ბრალდებით ერთხელ უკვე ნასამართლევია - ის ისრაელში, სხვა საკონცენტრაციო ბანაკთან დაკავშირებით გაასამართლეს, მაგრამ გასაჩივრების შემდეგ ის გაამართლეს.
XS
SM
MD
LG