Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალიევი: მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის პროექტი არ არსებობს


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ არ არსებობს პროექტი მთიანი ყარაბაღის რეგიონისთვის დამოუკიდებლობის მინიჭებისა. ლონდონის კვლევით ცენტრ “ჩეტემ ჰაუსში”, საგარეო პოლიტიკის ექსპერტებთან შეხვედრისას, ალიევმა თქვა, რომ “სასაცილოა”, მოველოდოთ, რომ მთიანი ყარაბაღი დამოუკიდებელ ქვეყნად იქნეს აღიარებული. პარასკევს ალიევი სომხეთის პრეზიდენტს, სერჟ სარქისიანს ხვდება. მოელიან, რომ შეხვედრა ამ 15-წლიანი კონფლიქტის ახალი გვერდი იქნება.
XS
SM
MD
LG