Accessibility links

logo-print

ჩეხეთმა კანადიდან ელჩი გამოიწვია


ჩეხეთის რესპუბლიკამ საკონსულტაციოდ თავისი ელჩი გამოიწვია კანადიდან მას მერე, რაც ოტავამ კვლავ დაუწესა სავიზო რეჟიმი ჩეხეთის მოქალაქეებს. პრემიერ-მინისტრის, იან ფიშერის თქმით, ჩეხეთის მთავრობამ ვიზები დაუწესა კანადელ დიპლომატებს და ოფიციალურ პირებს. მისივე განცხადებით, ჩეხეთის შეეცდება იმავე ზომებს მიმართონ ევროკავშირის სხვა წევრებმაც, ევროკავშირის სოლიდარობის პრინციპის თანახმად. საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან კოჰოუტმა განმარტა, რომ კანადამ ვიზები კვლავ შემოიღო, რადგან კანადაში ჩეხეთის რესპუბლიკიდან ჩასულმა ძალიან ბევრმა მოქალაქემ მოითხოვა იქ თავშესაფარი. უფლებადაცავი ორგანიზაციები ადანაშაულებენ პრაღას ბოშათა 250 ათასიანი უმცირესობის დისკრიმინაციაში.
XS
SM
MD
LG