Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი საქართველოს აფრთხილებს


შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკში მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველომ გასული აგვისტოს გამოცდილებიდან დასკვნები გამოიტანა, და აღარ შეეცდება სამხრეთი ოსეთის და აფხაზეთის დაბრუნებას. ცხინვალში ვიზიტიდან ერთი დღის შემდეგ, მედვედევმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ რუსეთი ამგვარ მცდელობას კვლავაც სამხედრო ძალით უპასუხებს. ”არ მინდა დეტალურად გავიხსენო ის, რაც შარშან მოხდა ... და რაზეც მკაცრი და საკმაოდ ეფექტიანი პასუხის გაცემა მოგვიხდა” - აღნიშნა მედვედევმა და დასძინა - ”მთავარი დასკვნა, რომელიც ამ მოვლენებიდან გამოვიტანეთ, ის არის, რომ აუცლებელია ჩავატაროთ რუსეთის ფედერაციის ყველა სახის შეიარაღებული ძალების სრულმასშტაბიანი, ხშირი და ეფექტიანი წვრთნები”.
XS
SM
MD
LG