Accessibility links

logo-print

სვატის ხეობაში მოსახლეობა ბრუნდება


პაკისტანის სვატის ხეობაში ათასობით ლტოლვილი დაბრუნდა. არმიის წარმომადგენლის ვასიმ შაჰიდის თანახმად, 900-ზე მეტი ოჯახი დაბრუნდა მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებში. ორშაბათს დაბრუნებულთა რაოდენობა 650 ოჯახს შეადგენდა. პაკისტანის მთავრობას სურს, რომ უპირველესად სახლებს დაუბრუნდეს ის 200 ათასამდე ლტოლვილი, რომელიც ბანაკებში ცხოვრობს. სახლებში დაბრუნებას ჩქარობენ ისინიც, ვინც თავი ნათესავებსა და ახლობლებს შეაფარა. პაკისტანის მთავრობამ თითქმის სამთვიანი სამხედრო მოქმედებების შემდეგ განაცხადა, რომ სვატის ხეობის უდიდესი ნაწილი გაწმენდილია თალიბი მეამბოხეებისგან.
XS
SM
MD
LG