Accessibility links

ბაიდენის თბილისში ვიზიტს საგანგებო ჯგუფი ამზადებს


აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის მოსამზადებლად თბილისში დღეს ამერიკელ ექსპერტთა და დიპლომატთა ჯგუფი ჩამოვა. საქართველოში აშშ-ს ელჩის, ჯონ ტეფტის განცხადებით, სწორედ ამ ჯგუფის ჩამოსვლის შემდეგ დადგინდება ჯოზეფ ბაიდენის თბილისში ჩამოსვლის ზუსტი თარიღი, შეხვედრების განრიგი და შეხვედრებზე განსახილველი თემები. მისივე თქმით, ბაიდენი თბილისს მომავალ კვირას ეწვევა.
აშშ-ის ელჩის განმარტებით, ვიზიტი გამოხატავს აშშ-ს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული რეფორმებისადმი.
XS
SM
MD
LG